png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ,,რუსთავის აზოტს" გათავისუფლებული თანამშრომლის თანამდებობაზე აღდგენა მოუწევს

  • პოლიტიკა
  • 28.11.2017
  • 15:38
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ,,რუსთავის აზოტს" გათავისუფლებული თანამშრომლის თანამდებობაზე აღდგენა მოუწევს

,,რუსთავის აზოტს" სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის თანამდებობაზე აღდგენა და მისთვის იძულებითი მოცდენის ანაზღაურება მოუწევს, რაც ამ მომენტისთვის 13.536 ლარს შეადგენს.

სს ,,რუსთავის აზოტიდან" ამწის მემანქანე, ნ. დ. სამსახურიდან 2016 წლის ნოემბერში დაითხოვეს, რუსთავის საქალაქო სასამართლომ  კი პროფკავშირების გაერთიანების სარჩელი 27 ნოემბერს დააკმაყოფილა. აღსანიშნავია, რომ ნ. დ. სამსახურიდან შპს ,,რუსთავის აზოტი“-ს ადმინისტრაციამ გაათავისუფლა, ხოლო მისი სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება მოუწევს ახალ მფლობელებს, სს ,,რუსთავის აზოტ“-ს და სს ,,ეუ ინვესთმენთს".

მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ამავდროულად პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი იცავდა.

პროფკავშირების ინფორმაციით, კომპანიის ახალი მფლობელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას ცდილობდა იმ არგუმენტით, რომ ნ.დ.  დათხოვნის პერიოდში კომპანიის მართვასთან კავშირი არ ჰქონია.

,,დაზარალებულის დაცვამ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო, რომ ევროპის სტანდარტების თანახმად - საწარმოს გასხვისების შემთხვევაში, კომპანიის ქონებისა და აქტივების გადაბარებასთან ერთად, ახალ მფლობელს ეკისრება პასუხისმგებლობა  დასაქმებულებზე, მათ  უფლებებსა და შრომით საკითხებზე.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება სასამართლოში აწარმოებს "რუსთავის აზოტი" დან გათავისუფლებული კიდევ 56  ადამიანის საქმეს, რომლებიც სწორედ ახალი მფლობელის მიერ არიან სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული 2017 წლის 25 იანვარს", - ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.

2017 წლის 25 იანვარს სს ,,რუსთავის აზოტი“-ს ადმინისტრაციამ განახორციელა 330-ზე მეტი დასაქმებულის სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლება, რომელთაგანაც 56-მა გადაწყვიტა სასამართლოს წესით ედავა კომპანიის წინააღმდეგ

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge