png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

სახელმწიფოს ვანო მერაბიშვილისთვის კომპენსაციის სახით 4000 ევროს გადახდა მოუწევს

  • პოლიტიკა
  • 28.11.2017
  • 16:50
 სახელმწიფოს ვანო მერაბიშვილისთვის კომპენსაციის სახით 4000 ევროს გადახდა მოუწევს

სასამართლომ გადაწყვიტა, რომ, ივანე მერაბიშვილისთვის მორალური კომპენსაციის სახით გადახდილ იქნეს თანხა 4000 ევროს ოდენობით. თავად მომჩივანი ითხოვდა 15000 ევროს, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თეა წულუკიანმა განაცხადა.

,,მისი ადვოკატებისთვის ჰონორარის სახით მოთხოვნილი თანხების ნაწილში მომჩივნის შუამდგომლობა სრულად იქნა უარყოფილი და ამ ნაწილში სასამართლომ კომპენსაცია მომჩივნის ადვოკატებს არ მიანიჭა. ბრიტანელი ადვოკატები ითხოვდნენ 29  775  გირვანქა სტერლინგის ანაზღაურებას სახელმწიფოსგან ჰონორარის სახით, ხოლო  ოთარ კახიძე, ასევე ითხოვდა ჰონორარის სახით სახელმწიფოსგან  43 641 აშშ დოლარის ანაზღაურებას”, - განმარტავენ იუსტიციის სამინისტროში.

,,სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ივანე მერაბიშვილის დაკავება, ასევე წინასწარი პატიმრობა, რომელიც გაგრძელდა 2013 წლის მაისიდან 2014 წლის თებერვლამდე, იყო კანონიერი.

სასამართლომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი განხილვის საგანს ამ საჩივრის ფარგლებში არ წარმოადგენდა ივანე მერაბიშვილის გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე პატიმრობის კანონიერების განხილვა (იხ. პუნქტ. 170).

კერძოდ, დიდმა პალატამ გასაჩივრებულ მუხლებთან მიმართებით:

  1. ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა კონვენციის 5.1 მუხლი, რაც შეეხება ივანე მერაბიშვილის დაკავების კანონიერებას.
  1. ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა კონვენციის 5.1 მუხლი, რაც შეეხება ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის კანონიერებას (2013 წლის მაისი - 2014 წლის თებერვალი).

ივანე მერაბიშვილი როგორც მისი დაკავების უკანონობას, ასევე 2013 წლის მაისიდან 2014 წლის თებერვლამდე პერიოდში მის წინასწარ პატიმრობაში უკანონოდ ყოფნას ამტკიცებდა, რაც სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ არ გაიზიარა.

  1. ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა კონვენციის 5.3. მუხლი, რაც შეეხება ივანე მერაბიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას. კერძოდ, ჩაითვალა, რომ 2013 წლის 22 და 25 მაისის სასამართლო გადაწყვეტილებები სათანადო დასაბუთებას შეიცავდა და ამ მუხლის სტანდარტებს აკმაყოფილებდა.
  2. ერთხმად დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის 5.3. მუხლი 2013 წლის 25 სექტემბრის სასამართლო გადაწყვეტილებით, რადგან მოსამართლემ ივანე მერაბიშვილის შუამდგომლობა წინასწარი პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის თაობაზე უარყო ზეპირად და დასაბუთების გარეშე.
  3. 9 ხმით 8 ხმის წინააღმდეგ დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი 2013 წლის 14 დეკემბრის ინციდენტიდან გამომდინარე (ივანე მერაბიშვილის ღამით საკნიდან გაყვანის ეპიზოდი).

სასამართლომ ცალსახად განაცხადა და დაასაბუთა, რომ ივანე მერაბიშვილის პატიმრობასა და სისხლისსამართლებრივ დევნაში არ იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივები და რომ ამ მხრივ მომჩივნის არგუმენტები ვერ იქნებოდა გაზიარებული (იხ. პუნქტ. 320-329). თუმცა, მან დაადგინა, რომ საკნიდან გაყვანის ფაქტი შეუსაბამო იყო მე-18 მუხლის მიზნებთან და ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტები გაიზიარა.

მე-18 მუხლთან დაკავშირებით ხმების ამგვარად გაყოფის პირობებში, 8 მოსამართლემ, რომელმაც მე-18 მუხლის დარღვევას მხარი არ დაუჭირა, გადაწყვეტილებას დაურთო განსხვავებული აზრი. მათ შორისაა სტრასბურგის სასამართლოს თავმჯდომარეც“, - აცახდებენ იუსტიციის სამინისტროში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge