png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა გრძელდება

  • ეკონომიკა
  • 28.11.2017
  • 18:32
 მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა გრძელდება

28 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, ვახტანგ ლაშქარაძე მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ვაჭრობის ხელშეწყობისა და კანონშესაბამისობის დირექტორატის ხელმძღვანელს, ანა ინოჰოსას შეხვდა. მაღალი რანგის სტუმარი საქართველოში „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად იმყოფება.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ელექტრონული ვაჭრობის, ასევე საბაჟო აღსრულებისა და ავტომატიზირებულისისტემების თაობაზე ისაუბრეს. განიხილეს ჩვენს ქვეყანაში მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ეგიდით მიმდინარე პროგრამები და პროექტები, მათ შორის: მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული ექსპერტები, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) კონტეინერების კონტროლის პროგრამა, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული - ტვირთების შერჩევის სისტემა (WCO CTS), მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ტრანზიტის განახლებული სახელმძღვანელო, RILO (Regional Intelligence Liaison Office), საბაჟო პროცედურების დროს გახარჯული დროის გაზომვა (Time Release Study) და სხვა. ანა ინოჰოსამ მაღალი შეფასება მისცა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლობას მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციასთან.

თავის მხრივ, ვახტანგ ლაშქარაძემ მზადყოფნა გამოთქვა მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე და ხაზი გაუსვა მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სხვადასხვა ინსტრუმენტების პრაქტიკული და ქმედითი შედეგების მიღების მიზნით, თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში გამართულ ორმხრივ შეხვედრამდე, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ვაჭრობის ხელშეწყობისა და კანონშესაბამისობის დირექტორატის ხელმძღვანელი, ანა ინოჰოსა„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ერთ-ერთ სესიაზე გამოვიდა სიტყვით.

აღნიშნული სესია ელექტრონული ვაჭრობის საკითხს ეძღვნებოდა. ფორუმის დელეგატებმა ვაჭრობის განვითარების კუთხით, ელექტრონული კომერციის შესაძლებლობები, ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის, ელექტრონული კომეერციის დადებითი მხარეები განიხილეს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge