png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა შუალედური კორიდორისა და აბრეშუმის გზის ინიციატივის მნიშვნელობაზე ისაუბრა

  • ეკონომიკა
  • 28.11.2017
  • 18:35
 თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა შუალედური კორიდორისა და აბრეშუმის გზის ინიციატივის მნიშვნელობაზე ისაუბრა

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კავშირგაბმულობის მინისტრმა, აჰმედ არსლანმა შუალედური კორიდორის პროექტებში აბრეშუმის გზის ინიციატივის მონაწილე სხვა ქვეყნების ჩართვის მიზანშეწონილობაზე ისაუბრა.

„ჩვენ ვაშენებთ, გვირაბებს, ხიდებს და ეს ყველაფერი ჩვენი ამოცანებია. თურქეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, - დიახ, ჩვენ ვთანამშრომლობთ კორიდორის ასპექტში, მაგრამ ეს არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ამ სამი ქვეყნით. ჩვენ გვჭირდება, რომ ეს თანამშრომლობა იყოს სხვა ქვეყნებთან ამ სარტყელის გასწვრივ.“ - განაცხადა  „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის“ პანელის ფარგლებში  აჰმედ არსლანმა.

თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კავშირგაბმულობის მინისტრმა ისაუბრა ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე შუალედური კორიდორის პროექტის მიზნების რეალიზებისათვის. მან განსაკუთრებით ხაზი გაუსვა თურქეთის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, რომლითაც აჰმედ არსლანის განცხადებით მეზობელი ქვეყნებიც შეძლებენ სარგებლობას. „თურქეთი წამყვანი ქვეყანაა აბრეშუმის გზის გეოგრაფიაში.ჩვენ არ ვიზღუდებით მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ ვახორციელებთ ისეთ საფინანსო მოდელს, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი რეგიონის კერძო სექტორს მიიზიდავს.“ - აღნიშნა მან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge