საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გააუქმა
- სამართალი
- 30.11.2017
- 15:30
საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გააუქმა, - ამის შესახებ ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
საკონსტიტუციოში სარჩელი პოლიტიკურ გაერთიანება "გირჩს" ჰქონდა შეტანილი, რომელშიც მოქალაქე გივი შანიძე მარიხუანას განმეორებითი მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საერთოდ გაუქმებას ითხოვდა.
სარჩელი სასამართლოში 2016 წლის 4 მარტს შევიდა. მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე სარჩელია შესული, რომელთა უმრავლესობა საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა.
საქმეს პირველი კოლეგია განიხილავდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200