primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
18 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
18 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

მიხეილ ჯანელიძემ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის შედეგები შეაჯამა

  • პოლიტიკა
  • 30.11.2017
  • 17:21
 მიხეილ ჯანელიძემ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის შედეგები შეაჯამა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“-ს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის შედეგებს და თანამშრომლობის სამომავლო საკითხებს დაეთმო.

მიხეილ ჯანელიძემ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ გააცნო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის შედეგები და ისაუბრა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს ხელისუფლების სამომავლო გეგმებზე. მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, სამიტზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერა პარტნიორი ქვეყნებისა და ამ ფორმატისადმი, ასევე დაისახა პრაქტიკული ნაბიჯები ინიციატივა „20 შედეგი 2020 წლისთვის“, რაც დაეხმარება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომი მიზნების განსახორციელებლად.

მინისტრის შეფასებით მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი  დარჩა ასოცირებული ქვეყნების ევროპული მისწრაფებების ერთგული და ეს აისახა სამიტის დეკლარაციაშიც, „საქართველო სამიტზე წარსდგა, როგორც წარმატებული ქვეყანა, რაც ცალსახად იქნა აღნიშნული ევროპელი პარტნიორების მხრიდან. ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას რომ ვისაუბროთ უფრო მეტ ამბიციურ ნაბიჯებზე რათა დავუახლოვდეთ ჩვენს საბოლოო მიზანს, რაც არის ევროკავშირის წევრობა“-აღნიშნა მინისტრმა.   „აღმოსავლეთ პარტნიორობის 20 შედეგი 2020 წლისათვის“ დოკუმენტის საფუძველზე ევროკავშირთან თანამშრომლობა კონკრეტულ მიზნებსა და შედეგებზე ორიენტირებული ხდება, რაც დაგვეხმარება, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მაქსიმალური სარგებელი მიიღონ ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციით“-დასძინა მინისტრმა.

მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა ევროკავშირთან დაახლოების გზაზე სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობას და მადლობა გადაუხადა მათ ასოცირების დღის წესრიგის შემუშავებაში  მონაწილეობისათვის, რამაც ქვეყანას ამბიციური დღის წესრიგი და მიზნები დაუსახა:  „ჩვენ გაგვაჩნია 2017-2010 წლების ძალიან ამბიციური დღის წესრიგი და საქართველოს მთავრობა მზად არის გააკეთოს კიდევ უფრო მეტი იმისთვის, რომ ჩვენ გადავდგათ მეტი ნაბიჯი ევროპისკენ.  ჩვენ ამ ნაბიჯებს ვდგამთ სამოქალაქო საზოგადოებასთან  თანამშრომლობით. ასოცირების დღის წესრიგი შემუშავდა სწორედ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით. დღევანდელი ღონისძიება სწორედ ამას ემსახურება, რომ ჩვენ დაინტერესებულ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად განვიხილოთ სამიტის შედეგებს და შევჯერდეთ შემდგომ ნაბიჯებზე“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ღონისძიებას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელები, ექსპერტები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დისკუსიაში მონაწილეობა ასევე მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა, რომელიც მომხსენებლის სახით წარსდგა სამუშაო სესიაზე - შემდეგი ნაბიჯები ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში.

აღსანიშნავია, რომ  ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“-ს მიერ ორგანიზებული კონფერენცია დაეთმო ბრუსელში შემდგარი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის შედეგებისა და თანმშრომლობის შემდგომი გაღრმავების თემატიკას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია -  ირმა ინაშვილი
  • 12:16
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია - ირმა ინაშვილი
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
  • 12:11
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს -  ირაკლი ღარიბაშვილი
  • 16:34
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს - ირაკლი ღარიბაშვილი
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge