png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

გიორგი გახარია ევროკავშირის ელჩს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 30.11.2017
  • 17:55
 გიორგი გახარია ევროკავშირის ელჩს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, იანოშ ჰერმანს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის ფორმატები, ასევე, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების პროცესთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილეს.

გიორგი გახარიამ და იანოშ ჰერმანმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმების და დაგეგმილი პროექტების შესახებაც ისაუბრეს.

„დღეს მქონდა პირველი, მნიშვნელოვანი შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან. რა თქმა უნდა, განვიხილეთ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები და ის მოთხოვნები, რომლებსაც საქართველო დღეს უკვე აკმაყოფილებს. შესაბამისად, დავგეგმეთ მომავალი შეხვედრა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები, რომლებიც შეიძლება ევროკავშირის ქვეყნებს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის განხორციელდეს. გეგმების შემდგომი დახვეწისთვის, ჩვენ უახლოეს მომავალში გვექნება გაფართოებული შეხვედრა, სადაც ჩვენი თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები იქნება გადაწყვეტილი“,- აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენს თანამშრომლობასა და იმ თემებზე, რომლებიც აქტიურად დგას დღის წესრიგში. პირველ რიგში, ესაა ვიზალიბერალიზაციის საკითხი, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ უახლოეს მომავალში ევროკომისია ვიზალიბერალიზაციის პირველადი შედეგებისა და გამოცდილებების შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებს. საერთო ჯამში, ჩვენ პოზიტიურად ვაფასებთ მიმდინარე პროცესებს, თუმცა არის რამდენიმე საკითხი, რაც მეტ ყურადღებას საჭიროებს. ერთ-ერთი მათგანია ორგანიზებული დანაშაული.

ევროკავშირს საქართველოსთვის საზღვრის დაცვის ხელშესაწყობად მნიშვნელოვანი პროგრამები აქვს, რომლებიც არა მხოლოდ უნდა გაგრძელდეს, არამედ უნდა მოხდეს მათში ცვლილებების შეტანაც, ახალი გარემოებების შესაბამისად. ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ მუშაობენ საზღვრის დაცვის პროცესში ჩართული უწყებები, როგორ შეუძლია ევროკავშირს მხარი დაუჭიროს ამ მიმართულებით ცვლილებებსა და მოდერნიზაციას.

ეს იყო ძალიან ნაყოფიერი და შინაარსობრივად დატვირთული შეხვედრა“,- განაცხადა შეხვედრის შემდეგ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, იანოშ ჰერმანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge