გერმანიაში საცხოვრებელ სახლში ხანძრის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
- მსოფლიო
- 01.12.2017
- 13:24
30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა გერმანიაში მრავლბინიან სახლში. ინციდენტი ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალის ოლქის ქალაქ ბერგკამენში მოხდა. დაშავებულთაგან შვიდი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ცეცხლი გვიან ღამით გაჩნდა. პოლიცია ვარაუდობს, რომ ცეცხლი განზრახ გააჩინეს. სახლის კორიდორში ავტომობილის დამწვარი საბურავები იპოვეს.
მაშველებმა ადამიანები სახლის სახურავიდან კიბის მეშვეობით ჩამოიყვანეს. სახლის მაცხოვრებელთა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200