ირანში მიწისძვრის შედეგად 51 ადამიანი დაშავდა
- მსოფლიო
- 01.12.2017
- 13:37
სულ მცირე 51 ადამიანი დაშავდა მიწისძვრის შედეგად ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთით.
სეისმოლოგიური ცენტრის განცხადებით, ქერმანის პროვინციაში დილით 5,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ბიძგები პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრიდან 65 კმ-ში დაფიქსირდა.
ნოემბრის შუა რიცხვებში ქერმანშაჰის პროვინციაში დამანგრეველ მიწისძვრას 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200