შტორმს 8 ადამიანი ემსხვერპლა, 86 კი დაიკარგა
- მსოფლიო
- 01.12.2017
- 14:04
სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა და 86 დაიკარგა ინდოეთის სამხრეთ შტატებში შტორმის შედეგად.
მედიის ცნობით, ევაკუირებულია 845 ადამიანი. ეძებენ 86 მეთევზეს, რომლებიც ზღვაში 50 ნავით გავიდნენ.
ინდოეთის მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებით, ქარის სიჩქარემ საათში 65-75 კმ შეადგინა.
დახურულია ოთხი ქალაქის სკოლები. მოქალაქეებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
მოსალოდნელია, რომ შტორმი 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200