ნავის დაღუპვის შედეგად 30-მდე მიგრანტი დაიკარგა
- მსოფლიო
- 01.12.2017
- 16:11
სულ მცირე 28 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა მაროკოს სანაპიროსთან გემის ჩაძირვის შედეგად.
გაეროს წარმომადგენელთა ინფორმაციით, ნავზე 34 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ექვსის გადარჩენა მოხერხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ აფრიკიდან ესპანეთის მიმართულებით წელს 174 ადამიანი დაიღუპა, რაც 53-ით მეტია გასულ წელთან შედარებით.
ამასთან 29 ნოემბრის მონაცემებით, ესპანეთში უკვე 19 600 მიგრანტი ჩავიდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200