„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
- საზოგადოება
- 02.12.2017
- 13:10
თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ,,ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯეხა.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ბრიგადები.