png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

3 დეკემბერს მსოფლიოში შშმ პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

  • საზოგადოება
  • 03.12.2017
  • 11:31
 3 დეკემბერს მსოფლიოში შშმ პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

საქართველოს სახალხო დამცველის  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

,,3 დეკემბერს მსოფლიოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომლის მიზანია საზოგადოების განვითარების ყველა სფეროში შშმ პირთა უფლებების დაცვის წახალისება და მათ შესახებ ცნობიერების ამაღლება. ყოველწლიურად, ამ დღის აღნიშვნა სხვადასხვა თემას უკავშირდება. მიმდინარე წლის თემაა „ცვლილებები მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“. მისი სულისკვეთებაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წარმოაჩინოს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების უშუალო მონაწილეებად, რომლებიც ხელს შეუწყობენ ინკლუზიური და მდგრადი განვითარებისკენ სწრაფვას და ყველასათვის მოქნილი საზოგადოების ჩამოყალიბებას.

საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრება და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში სრული და ეფექტური მონაწილეობა გამოწვევას წარმოადგენს მრავალი პრობლემური საკითხის გამო, რომელიც წლების განმავლობაში არ კარგავს აქტუალობას. მათ შორის, შშმ პირთა განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, აბილიტაცაია–რეაბილიტაციის, შრომისა და დასაქმების, მისაწვდომობის, სოციალური დაცვის უფლებების სათანადოდ რეალიზება. ქვეყანაში შეფერხებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მინიჭების სოციალური მოდელის დანერგვის პროცესი.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის რატიფიცირებიდან სამი წლის შემდეგ კვლავ არ არის შექმნილი კონვენციის აღსრულების ქმედითი და ეფექტიანი მექანიზმი. ასევე არ მომხდარა კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება. საკანონმდებლო დონეზე არ განხორციელებულა კონვენციის მოთხოვნებთან ჰარმონიზაციის მიზნით აუცილებელი ცვლილებები.  პრობლემად რჩება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ფიზიკური გარემოს, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ინფორმაციის მისაწვდომობის უზრუნველყოფა“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge