ყალბი დოკუმენტის დამზადება - გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
- სამართალი
- 04.12.2017
- 11:26
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტის დამზადება - გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ერთ - ერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირმა, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი ყალბი დიპლომი, რომელიც შემდგომში ერთ - ერთ მოქალაქეზე 2 600 აშშ დოლარად გაასაღა.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200