png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოში 2017– 2018 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გამოცხადდა

  • საზოგადოება
  • 04.12.2017
  • 12:38
 საქართველოში 2017– 2018 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გამოცხადდა

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს ორგანიზებით 2017– 2018 წლის ათასწელულის ინოვაციის კონკურსი გამოცხადების ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას დაესწრნენ აშშ-ის ელჩი საქართველოში მისი აღმატებულება ბატონი იან კელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საერთაშორისო და ადგილობრივი საგანმანათლებლო დონორი ორგანიზაციების და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

,,ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი უკვე მეოთხე წელია წარმატებით ტარდება. კონკურსში 900-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე პროექტით უკვე დაინტერესდა კერძო სექტორი. ასევე, აღსანიშნავია, რომ კონკურსის გამარჯვებული და მონაწილე გუნდები ხშირად სწავლას განაგრძობენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. კონკურსის შედეგები გვაჩვენებს, რომ ჩვენს ახალგაზრდებში არის მაღალი ინტერესი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართ, გვყავს ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გამომგონებელი,“ – მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი–საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი. 

ღონისძიების ფარგლებში გასული წლების კონკურსის ფინალისტების ინოვაციურიპროექტების გამოფენა გაიმართა და მოსწავლეებმა დამთვალიერებლებს საკუთარი ნამუშევრები გააცნეს.

„ახალგაზრდებისთვის ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, დახვეწონ და განავითარონ ინოვაციური იდეები და გამოგონებები; ცოდნის და გამოცდილების გაზიარების, მომავალი თანამშრომლობის მიზნით დაუკავშირდნენ მეცნიერებსა თუ მეწარმეებს. აღსანიშნავია, რომ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ხელს უწყობს რესურსებზე თანაბარი წვდომის შესაძლებლობას.“ – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი უკვე სამჯერ, 2014-2017 წლებში წარმატებით განხორციელდა და მასში მონაწილეობა მიიღო 227-მა გუნდმა საქართველოს ცხრა რეგიონიდან. 2015 და 2016 წელს, გამარჯვებულმა გუნდებმა: „მულტიკლიმატიზატორი“ (ახალციხე) და „სოლარი“ (თბილისი) მონაწილეობა მიიღეს კონრადის ფონდის ინოვაციების სამიტში, ნასას კენედის კოსმოსურ ცენტრში, აშშ-ში. 2017 წელს, სენაკის წმ. ალექსი შუშაინიას გიმნაზიის მერვე კლასელთა გუნდმა „Smart Kids” მონაწილეობა მიიღო NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში, ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრში.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით ხორციელდება.
კონკურსის პირობები:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია გუნდურად. გუნდში მოსწავლეების მინიმალური რაოდენობაა ორი, მაქსიმალური - ხუთი. კონკურსის პირობების მიხედვით, მონაწილე მოსწავლე დაბადებული უნდა იყოს 1999 წლის 2 აპრილიდან 2005 წლის 1 აპრილის ჩათვლით. გუნდმა ინოვაციური პროექტი უნდა წარმოადგინოს ხუთი საკონკურსო კატეგორიიდან ერთ-ერთში: კოსმოსი და ავიაცია; ჯანდაცვა და კვება; კიბერტექნოლოგიები და უსაფრთხოება; გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება; მობილური ტექნოლოგიები და აპლიკაციები. აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 20 დეკემბერი. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge