png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

თბილისის მერმა მონადირის ქუჩის რეაბილიტაციის უმოკლეს ვადაში დასრულების დავალება გასცა

  • საზოგადოება
  • 04.12.2017
  • 16:44
 თბილისის მერმა მონადირის ქუჩის რეაბილიტაციის უმოკლეს ვადაში დასრულების დავალება გასცა

თბილისის მერი კახა კალაძე ნაძალადევის რაიონში, მონადირის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსს, გივი კუბლაშვილს, გადაადგილებისას შეფერხებების და ადგილობრივი მოსახლეობის დისკომფორტის თავიდან აცილების მიზნით, გზის საფარის დაგების უზრუნველყოფა უმოკლეს ვადაში დაავალა.

“მონადირის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. მოწესრიგდა კომუნიკაციები,  აქ არ არსებობდა კანალიზაცია, არ არსებობდა წყლის მილები, შესაბამისად, ეს ყველაფერი, მიწისქვეშა სამუშაოები რაც გასაკეთებელი იყო, გაკეთებულია. ხვალიდან უკვე მივიღეთ პირობა, რომ დაიწყება ამ კონკრეტული ქუჩის მოასფალტება, შემდეგი ეტაპი კი იქნება, უკვე, ამ ქუჩაზე არსებული ჩიხების მოწესრიგება, ეს 2018 წელს გადავა და დაიწყება პროექტის განხორციელება. ზოგადად, კეთილმოწყობითი სამუშაოები ქალაქისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც ჩვენ გავაგრძელებთ და განვახორციელებთ,”- განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამ ეტაპზე, დასრულებულია წყალარინების სრულიად ახალი ქსელის მოწყობა, რომლითაც  100-ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს.  პროექტის ფარგლებში, 3 289 მეტრზე სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები.

მონადირის ქუჩის რეაბილიტაციას თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ვიაიპი+“ ახორციელებს და  სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 836 404,92  ლარია გამოყოფილი.

დედაქალაქის მერის დავალებით, გზის საფარის დაგება მონადირის ქუჩაზე ხვალიდან დაიწყება.

მონადირის ქუჩაზე დღეს თბილისის მერთან ერთად ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე და საკრებულოს დეპუტატი თამარ ტალიაშვილიც იმყოფებოდნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge