png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ნარკოპოლიტიკის რეფორმით გადავარჩენთ ათიათასობით სიცოცხლეს და მივიღებთ მილიარდი ლარის სარგებელს - აკაკი ზოიძე

  • პოლიტიკა
  • 04.12.2017
  • 18:42
 ნარკოპოლიტიკის რეფორმით გადავარჩენთ ათიათასობით სიცოცხლეს და მივიღებთ მილიარდი ლარის სარგებელს - აკაკი ზოიძე

ნარკოპოლიტიკის რეფორმით გადავარჩენთ ათიათასობით სიცოცხლეს და მივიღებთ მილიარდი ლარის სარგებელს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ „ნარკოპოლიტიკის რეფორმის რეგულირების გავლენის შეფასების“ (RIA) დოკუმენტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

აკაკი ზოიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მისი კოლეგები მხარს დაუჭერენ პარლამენტში კანონპროექტს და სრულად თუ განხორციელდება მოწოდებული კონცეფცია, დაახლოებით, მილიარდ ლარამდე კონკრეტულ სარგებელს ნახავს ქვეყანა და მისი მოქალაქეები შემდეგი 10 წლის განმავლობაში.

„წარმოვადგენთ შედეგებს, რა ეკონომიკური, ფისკალური, რა ხარისხობრივი და რაოდენობრივი ცვლილებები შეიძლება მოხდეს ნარკოპოლიტიკის რეფორმისა და კანონპროექტის მიღების შედეგად, იმ კონცეფციის განხორციელებით, რასაც ჰქვია დასჯის ნაცვლად, ზრუნვა და ჰუმანური დამოკიდებულება მომხმარებლის მიმართ. ასევე, რა შედეგები შეიძლება მივიღოთ გრძელვადიან პერსპექტივაში,” – განაცხადა აკაკი ზოიძე.

აკაკი ზოიძე განცხადებით , არსებული ნარკოპოლიტიკა ხელს უშლის ისეთი დაავადებების აღმოფხვრას ამ ქვეყანაში, როგორიც აირის C ჰეპატიტი და შიდსი.

„ახლახანს იყო აივ-შიდსის დაავადებულთა დღე, რომელთა რაოდენობაც საქართველოში არის დაახლოებით 12 ათასი. C ჰეპატიტით დაახლოებით 140 ათასი ადამიანია დაავადებული, საიდანაც 40 ათასს წარმატებით ვუმკურნალეთ, მაგრამ გვრჩება კიდევ 90 ათასზე მეტი ადამიანი, ვინც არ იცის დაავადების შესახებ და ეშინია ჯანდაცვის სისტემის უფასო სკრინინგის; მათ ნაწილს ეშინია იმიტომ, რომ ნარკოდამოკიდებულებები არიან.

ცნობილია, რომ საინექციო ნარკოტიკების მომხმარებელი არის ყველაზე მაღალ რისკჯგუფში ისეთ ინფექციურ დაავადებებზე, როგორიც არის აივ შიდსი და C ჰეპატიტი. ისინი არ გამოდიან დღის სინათლეზე და არ ერთვებიან საზოგადოებრივ ჯანდაცვის სისტემაში იმ რეპრესიული ნარკოპოლიტიკის გამო, რომელიც დღეს მოქმედებს ამ ადამიანების წინააღმდეგ,” – განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.

სასტუმრო „ბეტსში“ სწორედ ნარკოპოლიტიკის რეფორმისა და პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს განიხილავენ. შეხვედრას ესწრებიან სპეციალისტები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წევრები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge