primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

(ფოტოები 18+) სექსუალურობის ტაბუ თბილისში იხსნება

  • ეს საინტერესოა
  • 05.12.2017
  • 11:45
(ფოტოები 18+) სექსუალურობის ტაბუ თბილისში იხსნება

postpravdamagazine.com თბილისის შესახებ სტატიას აქვეყნებს: 

,,უფრო და უფრო ხშირად ხდება შესამჩნევი ის კულტურული ძვრები, რომლებიც თბილისში განხორციელდა ბოლო 10 წელიწადში. ყველა ასოციაცია ყოფილ საბჭოთა კავშირთან, წარსულს ჩაბარდა, მათ შორის ისიც, როცა შავებში გამოწყობილი კაცები არ იცინოდნენ. სააკაშვილის ყველაზე დიდი ოცნებები ახდა და დახვეწილობისა და ეგზოტიკის ჰიბრიდმა - თბილისმა მიაღწია გემოვნების მაღალ საფეხურს. თქვენ აღარ უნდა გეშინოდეთ  ქრთამებისა და სროლებში მოყოლის. ტურისტები ჩამოდიან თბილისში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ უყვართ ეს ადგილი. იგი ერთ-ერთი ხელუხლებელი ადგილია ევროპაში. არსებობს ახალი თბილისი, რომელიც დინამიურია, ავანგარდული კულტურის მატარებელი. ჟურნალისტებისთვის არსებობს პირველი კლასის საცხოვრებლები, რომლებიც აღტაცებულები დარჩნენ იმით, რომ თბილისი არ გვევლინება რომელიღაც საბჭოთა ჭაობად, ქალაქი, როგორც იქნა, „ევროპული“ გახდა.

 თბილისში ძვრები სექსის მიმართ დამოკიდებულების მხრივაც მოხდა. ეს არ არის იმდენად სექსუალური რევოლუცია, რამდენადაც პროცესი იმისა, რომ სირცხვილის გრძნობა, რომელიც თან ახლდა სექსს, ნელ-ნელა ქრება ქალაქში. ეჭვგარეშეა, რომ უკვე დიდი ხანია არსებობს ისეთი გავლენიანი დაჯგუფებები, როგორიც ეკლესია და სახელმწიფოა, რომლებიც ცდილობდნენ მოეკლათ ქართული სექსუალობა. სწორედ ასე, შოვინიზმმა ფესვები გაიდგა განათლების სისტემასა და საერთო ყოფაში. მიუხედავად ამისა, საქართველოს რეპუტაცია, რომელიც ამ ცარიელი სექსუალობით გვევლინება, „კარგ“ ნინოსა  და ჰომოფობ გიორგის არასდროს მოუყოლიათ სრულად.

 თბილისი ყოველთვის იყო კონტრკულტურის იმედი,რომელიც უპირისპირდებოდა ამ სექსუალურ ნორმებს. მან ჩაატარა პირველად საბჭოთა როკ-ფესტივალი, ის ყოველთვის იყო ძლიერი ლიტერატურული საზოგადოებების სახლი. თბილისი არასდროს იყო პროვინციული ქალაქი, არამედ, ის კოსმოპოლიტური და დინამიური გახლდათ, მოსკოვთან, სანკტ-პეტერბურგთან, კიევთან შედარებითაც. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ თბილისში დაიწყო პროცესი სექსუალურობის და თავისუფლების მიმართ სირცხვილის მოხსნისა. 

 მიუხედავად იმისა, რომ არ არის ზუსტი ემპირიული მტკიცებულებები ამ სექსუალური გამოღვიძებისა, სექსუალურობის როლი ქართულ საზოგადოებაში თვალსაჩინოდ გაიზარდა. ბარიერების მოხსნის დამსახურებით, ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს თბილისის კულტურაში. თბილისის, როგორც კონტრკულტურის ცენტრის გაზრდაში განსაკუთრებული როლი ითამაშა კლუბმა - "ბასიანი". ამ კლუბმა დასავლურ მედიაში მასობრივი შექება დაიმსახურა. ახლა ბევრმა იცის, რომ კლუბი უსაფრთხო ადგილია ყველასთვის, ვისაც ღიად უნდა გამოხატვა საკუთარი სექსუალურობისა. 

 პირველად "ბასიანმა"დაიწყო ყოველთვიური საღამოს გამართვა ღამით, სახელწოდებით "ჰორუმი", რომელიც ქართულად სიტყვათა შესანიშნავი თამაშით "საბრძოლო ცეკვასაც" ნიშნავს. მისი ორგანიზატორები არიან ადამიანები, ვისაც 2013 წელს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს თავს დაესხნენ. ეს ღია გამოწვევაა სიძულვილის წინააღმდეგ, რომელიც წვერიანმა ჰომოფობმა მამაკაცებმა მაშინ გამოავლინეს. 

 სექსუალურობა მოდის სცენასაც იკავებს, რაც სხვადასხვა ქართველი დიზაინერის სამოსში გამოვლინდება. სწორედ ეს გახდა ფოტოგრაფ ომარ გოგიჩაიშვილისათვის შთაგონების წყარო. ფოტოგრაფი დიდი ხნის მანძილზე მხარს უჭერდა თბილისის კონტრკულტურას, რეგულარულად სტუმრობდა "კანუდოსს," ამჟამად, ის თავისი ფოტოებს დიდ ნაწილს "ბასიანში"იღებს. 

 გოგიჩაიშვილის ფოტოები იმ თბილისის დემონსტრაციაა, რომელიც ზრდილობიანი,მოსიყვარულე და დარწმუნებულია საკუთარ თავში. ის ასეთ ადგილებს პოულობს კლუბებში, ბინებსა და ბარებში,სადაც სექსუალურობა მთელი სიმძაფრითაა წარმოდგენილი. იღებს ყველას - ქალებს, ლგბტ თემის წარმომადგენლებს თუ სხვა სექსუალურ უმცირესობებს. ფოტოგრაფის ნამუშევრებში ჩანს, რომ სექსუალურობის ტაბუ თბილისში იხსნება, ადამიანებს სურთ იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან - მათ სურთ სექსით დაკავება. ადამიანები რეპრესიულ სექსუალურ ნორმებს აღარ ემორჩილებიან. 

თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს რომ სექსუალურმა თავისუფლებამ მისაღებ ზღვარს მიაღწია ყველასათვის, ვისაც ეს სურს. ლგბტ თემის წარმომადგენლები თუ ქალები, ხშირად განიცდიან ძალადობას, როცა ისინი საჯაროდ ახდენენ სექსუალური სურვილების დემონსტრაციას ან იმის წარმოჩენას, თუ როგორებიც არიან სინამდვილეში. ხდება მკვლელობებიც. ეს თემა ჯერ კიდევ რჩება სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად. 
თუმცა, ნელ-ნელა ყველაფერი იცვლება. ფოტოგრაფი გოგიჩაიშვილი ამტკიცებს, რომ რამდენიმე წლის წინ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი "ტვინს გვი**ნავდა", საბოლოო შედეგად კი ისინი "ჩვენს პენისებს **ვენ"...

მასალაში გამოყენებულია ომარ გოგიჩაიშვილის ფოტოები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge