საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ ბენ სალმან ალ საუდი Time-მა წლის ადამიანად დაასახელა
- მსოფლიო
- 05.12.2017
- 12:12
საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბენ სალმან ალ საუდი ჟურნალ Time-ის მიხედვით „2017 წლის ადამიანი“ გახდა.
პრინცს მკითხველების 24 პროცენტმა მისცა ხმა.
საუდის არაბეთის პრინცი 4 ნოემბერს სათავეში ჩაუდგა კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტს. მეორე დღეს მისი ბრძანებით დააკავეს მმართველი ოჯახის 11 წევრი და 40-ზე მეტი ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე, გავლენიანი ექს-ჩინოვნიკები და ბიზნესმენები. მათ ფულის გათეთრება, პირადი ინტერსებისთვის სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენება, ასევე არარსებული გარიგებები და ქრთამის აღება ედებათ ბრალად.
მეორე ადგილზე დიდი სხვაობით აღმოჩნდა კამპანია #MeToo-ს მონაწილეები, სოციალური ქსელის მომხმარებლები, რომლებიც ყვებოდნენ, როგორ გახდნენ ძალადობის მსხვერპლნი. მათ ხმათა 6 პროცენტი მიიღეს.
მესამე ადგილი ხმათა 5 პროცენტით გაიყვეს ამერიკული ფეხბურთის მოთამაშემ კოლინ კაპერნიკმა, „რუსეთის ფედერაციის საქმის“ ამერიკელმა სპეცპროკურორმა რობერტ მიულერმა და „მეოცნებეებმა“ - ახალგაზრდებმა, რომლებმაც აშშ-ში არალეგალი მშობლები ჩაიყვანეს.