png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ბელგიელი ბიზნესმენებისთვის საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

  • ეკონომიკა
  • 17.11.2015
  • 16:51
ბელგიელი ბიზნესმენებისთვის საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

ბელგიელი ბიზნესმენებისთვის საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ღონისძიებას ბელგიის 30-მდე მსხვილი ბიზნეს გაერთიანების, საინვესტიციო კომპანიებისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს მხრიდან ბელგიელ ბიზნესმენებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მიმართეს. ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ევროპულ მისწრაფებას და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის პრიორიტეტულია ევროკავშირის სახელმწიფოებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება, რის საფუძველსაც ასოცირების შესახებ შეთანხმება და ღრმა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის რეჟიმი იძლევა. შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოში ბელგიის ბიზნეს დელეგაციის პირველი ვიზიტი, რომელიც გასულ წელს განხორციელდა. 

საქართველოს მთავრობის წევრებმა ბელგიელ ბიზნესმენებს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს რეგიონალურ და სატრანზიტო მნიშვნელობაზე, ეკონომიკური და ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე. მინისტრებმა ბელგიის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს ასევე გააცნეს სხვადსხვა წამყვან საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიცია. ბელგიელ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში საინვესტიციო პოტენციალის  შესახებ პრეზენტაცია საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი პერტაიამ წარადგინა. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge