png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისია შეიქმნა

  • პოლიტიკა
  • 05.12.2017
  • 18:20
 საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისია შეიქმნა

თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა ორ კომისიაში განსახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელეს, რომლის თანახმად, ადამიანის უფლებების დაცვის კომისია იურიდიულ საკითხთა კომისიასთან გაერთიანდა, ხოლო ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიას ტრანსპორტის თემები  გამოეყო და სატრანსპორტო საკითხთა კომისიად ჩამოყალიბდა. 

აღნიშნული საკითხი დეპუტატებს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა წარუდგინა.
მისი განცხადებით, სტრუქტურული მოწყობის შესახებ მოქმედი კომისიების შინაარსი  და ,,ქართული ოცნების’’ გუნდის ხედვა ქალაქში არსებულ გამოწვევებს, მათ შორის იმ პროგრამულ პრიორიტეტებს, რომლითაც მომავალი 4 წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ აპირებს მუშაობას, პირდაპირ ესადაგება. 

,,ამ კომისიების არსებობა მიზანშეწონილია და ჩვენ მხოლოდ მცირე კორექტივების შეტანაზე ვფიქრობთ. 
დარწმუნებული ვართ, რომ კომისიების აქტიური მუშაობით  საკრებულო დედაქალაქის მთავრობას იმ პროგრამის განხორციელებაში დაეხმარება, რომლითაც თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქად უნდა გადაიქცეს,“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა. 

დღესვე დეპუტატების უმრავლესობამ სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ თედო ისაკაძის, ხოლო იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ კი ლევან ჟორჟოლიანის კანდიდატურებს დაუჭირა მხარი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge