png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილების კანონპროექტი პარლამენტში მუხლობრივად განიხილეს

  • პოლიტიკა
  • 05.12.2017
  • 18:49
 „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილების კანონპროექტი პარლამენტში მუხლობრივად განიხილეს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წევრების გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ დანელიას და დავით სონღულაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ მეორე მოსმენით მუხლობრივად განიხილეს.

მომხსენებელმა, საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგოლ ლილუაშვილმაგანმარტა, რომ პირველი მოსმენის შემდგომ, თანაავტორები შეთანხმდნენ, რომ ფრაქციის მოადგილეების თანამდებობების გაჩენით ადგილებზე, მუნიციპალიტეტებში ხელი შეეწყობა პარტიულ განვითარებას, რაც პარტიებს, ვისაც ამის შესაძლებლობა  გააჩნია, მისცემს  საშუალებას იყოს წარმოდგენილი უფრო სოლიდურად და მათ ექნებათ განვითარების უფრო მეტი შანსი.

პირველი მოსმენისას შემოთავაზებული ინიციატივით ფრაქციის თავმჯდომარეების მოადგილეების რაოდენობის ზედა ზღვარი ოთხით იყო განსაზღვრული და ფრაქციის ყოველ ხუთ წევრზე გათვალისწინებული იყო ერთი მოადგილე.

საკომიტეტო და პლენარულ სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და შესაბამისი ანალიზის საფუძველზე მთლიანად შეიცვალა კონფიგურაცია და ინიციატივა შემდეგი სახით ჩამოყალიბდა:

ყველა ფრაქციას, რომელიც შეიქმნება მუნიციპალიტეტის საკრებულოში, უნდა ჰქონდეს უფლება ჰყავდეს ერთი მოადგილე, ხოლო ფრაქციაში ცხრა წევრზე მეტის არსებობის შემთხვევაში, დაინიშნოს მეორე მოადგილე. გამონაკლისი იქნება ქალაქ თბილისის საკრებულო, სადაც ფრაქციის თავმჯდომარეს, ყოველ ცხრა წევრზე შეუძლია ყავდეს ერთი მოადგილე, მაგრამ არაუმეტეს სამისა.

„ჩვენ, ინიციატორებს მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი ინიციატივა არის გაცილებით უფრო სამართლიანი ვიდრე იყო პირველი შემოთავაზება. ეს იყო გარკვეული მოლაპარაკებების, კონსულტაციების და კონსენსუსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება და მას სწორედ ასეთი სახით გთავაზობთ განსახილველად,“-განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა წარმოდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვას  გამოთქმული შენიშვნის გათვალისწინებით დაუჭირა მხარი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge