დეკანოზმა გიორგი მამალაძემ, პროტესტის ნიშნად, სასამართლო დარბაზი დატოვა
- სამართალი
- 06.12.2017
- 12:35
ე.წ ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულმა, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ, პროტესტის ნიშნად, სასამართლო დარბაზი დატოვა.
პროცესზე ბრალდების მხარემ სხდომების დახურვასთან დაკავშირებით დააყენა შუამდგომლობა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა.
ცნობისთვის, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ ციანიდის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 სექტემბერს, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200