primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

ქართული სახარება-პალიმფსესტი „UNESCO"-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეიტანეს

  • საზოგადოება
  • 06.12.2017
  • 16:15
ქართული სახარება-პალიმფსესტი „UNESCO"-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეიტანეს

კიდევ ერთი ქართული ხელნაწერი „UNESCO"-ს რეესტრში − იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული ქართული სახარება-პალიმფსესტი „UNESCO"-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეიტანეს. ხელნაწერი 6 დეკემბერს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოიფინა. ღონისძიება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გახსნეს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი; კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე; მეცნიერებათა აკადემიის, თსუ-ს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი პირები.

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული სახარების მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეტანის გადაწყვეტილება |UNESCO|-ს მსოფლიო მეხსიერების პროგრამის საერთაშორისო მრჩეველთა კომიტეტმა მიიღო. ქართული ხელნაწერი იმ 78 კოლექციასა და დოკუმენტს შორის მოხვდა, რომელიც რეესტრს 2017 წელს შეემატა. ხელნაწერის ნომინაცია საქართველოს  ეროვნულმა არქივმა „UNESCO"-ს 2016 წელს წარუდგინა.

უმნიშვნელოვანესი და იშვიათი ქართული ხელნაწერის ახალი აღწერილობის შექმნამდე (2015 წელი) სახარება-პალიმფსესტზე მხოლოდ მოკლე და მშრალი ინფორმაცია არსებობდა. შესწავლამ გამოავლინა, რომ ხელნაწერი  შეიცავს სამფენიან პალიმფსესტურ ფურცლებს და მასში არა ორი, არამედ, სულ მცირე, 4 ხელნაწერია ძირითადი ტექსტისა და ქვედა ფენების სახით; დაზუსტდა ტექსტის ქრონოლოგიაც.

ხელნაწერში ქართული ანბანის სამივე საფეხურია წარმოდგენილი. უძველესი შრე, რომელიც IX-X საუკუნეებით განისაზღვრება, ასომთავრულითაა ნაწერი,  მეორე და მესამე შრეები (XII-XIV სს) −ნუსხურით, ანდერძ-მინაწერები კი, რომლებიც XIII-XVIII საუკუნებისაა − მხედრულით.

ხელნაწერი საუცხოოდ არის გაფორმებული: ახლავს წმიდა მათე მახარებლის, წმიდა მარკოზ მახარებლის, წმიდა იოანე მახარებლისა და წმიდა პროხორეს მინიატურები. სახარებათა დასაწყისები გაფორმებულია თავსამკაულებით.

ზედა ფენის გადამწერი და გამცხოველებელი − ვინმე გიორგი, მომგებელი კი,  ბერი ესტატეა.

ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1924 წელს თორტიზის მონასტრიდან. მისი შესწავლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

„UNESCO"-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში ახალი ნომინაციის გარდა შესულია ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტების კიდევ ორი ნომინაცია:

  1. ვახუშტი ბატონიშვილის ატლასი და „აღწერა სამეფოსა საქართველოსა" (2013); 
  2. ეროვნულ არქივში დაცული 8 უძველესი ხელნაწერი (2015):

ანბანდიდი სახარება (IX ს.),

ფსალმუნი (ფრაგმენტი, X ს.),

ლექციონარი (ფრაგმენტი, X ს.),

ნევმირებული საგალობლები (ფრაგმენტი, X-XI სს.),

ვენახის წყალობის დაწერილი მანგლელ-თბილელი იოვანესი ქორეპისკოპოს დანიელ ნექისძისადმი (1440/1462 წწ., პალიმფსესტი),

შეუვალობის სიგელი მეფე ალექსანდრე დიდისა მაკუჭაძეებისადმი (1441 წ. პალიმფსესტი),

შეუვალობის განახლების სიგელი მეფე გიორგი VIII-ისა სვეტიცხოვლისადმი (1447 წ. პალიმფსესტი),

მარხვანი (XIII-XIV სს. პალიმფსესტი).

2018 წლის იანვარში ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში „UNESCO"-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეტანილი ყველა ხელნაწერისა და ისტორიული საბუთების გამოფენა იგეგმება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge