იერუსალიმის სტატუსი მოლაპარაკებებზე უნდა გადაწყდეს - კურცი
- მსოფლიო
- 07.12.2017
- 12:26
იერუსალიმის სტატუსი მხარეებს შორის პირისპირ მოლაპარაკებებზე უნდა გადაწყდეს. ამის შესახებ ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან კურცმა განაცხადა.
„ჩვენი პოზიცია ნათელია: როგორც ავსტრიის, ისე ევროკავშირის ქვეყნების ხელისუფლებები, მხარს უჭერენ მოსაზრებას, რომ იერუსალიმის სტატუსი უნდა გაირკვეს მხარეებს შორის პირისპირ მოლაპრაკებებზე“, - განაცხადა კურცმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქდ აღიარა და ხელი მოაწერა დოკუმენტს თელ-ავივიდან იერუსალიმში ამერიკის საელჩოს გადატანის შესახებ.
ისრაელი იერუსალიმს თავის ერთიან და განუყოფელ დედაქალაქად მიიჩნევს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200