გმირთა მოედნიდან ვარაზის ხევის მიმართულებით მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
- საზოგადოება
- 07.12.2017
- 16:35
დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება.
აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, გმირთა მოედნიდან ვარაზისხევის მიმართულებით მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. სამუშაოებს შპს ,,თბილსერვის ჯგუფი’’ ახორციელებს.
თბილისის მერია მოქალაქეებს შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.