png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

მიხეილ ჯანელიძე ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 07.12.2017
  • 17:06
 მიხეილ ჯანელიძე ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ტომას გრემინგერთან.

აღსანიშნავია, რომ ეს არის ორმხრივ ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი შეხვედრა ეუთო-ს ახალ გენერალურ მდივანთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეუთო-სთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს. კიდევ ერთხელ აღინიშნა ორგანიზაციის დღის წესრიგში საქართველოს საკითხის აქტუალობა, ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ეუთო-ს როლის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, ორგანიზაციის აქტიურ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გენერალურ მდივანს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, ყურადღება გაამახვილა ბოლო განვითარებებზე, განსაკუთრებით ხაზი გაესვა რუსეთის ფედერაციის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს, რაც მიმართულია საქართველოს რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ.

საუბარი შეეხო ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მხრივ არსებულ რთულ ვითარებას. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ეუთო-ს გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე და ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის მნიშვნელობას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge