პალესტინა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მიღებაზე უარს ამბობს
- მსოფლიო
- 08.12.2017
- 10:52
პალესტინის ხელმძღვანელობა უარს ამბობს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსთან შეხვედრაზე ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების პროტესტის ნიშნად.
პენსი დეკემბერში ისრაელში ვიზიტს გეგმავს, რომელიც როგორც ყოველთვის პალესტინის ტერიტორიაზე ჩასვლით სრულდება.
„ჩვენ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს არ მივიღებთ პალესტინის ტერიტორიაზე ისრაელის დედაქალაქად ოკუპირებული ისრაელის გამოცხადების საპასუხოდ“, - აღნიშნულია პალესტინის ხელმძღვანელობის განცხადებაში.
პალესტინელები აპროტესტებენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებას და იქ ამერიკის საელჩოს გადატანის შესახებ გადაწყვეტილებას.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200