png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

სადღესასწაულო კონცერტები გლდანში, სამგორსა და ძველ თბილისში გაიმართება - კახა კალაძე

  • პოლიტიკა
  • 08.12.2017
  • 16:32
 სადღესასწაულო კონცერტები გლდანში, სამგორსა და ძველ თბილისში გაიმართება - კახა კალაძე

დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება, ხოლო მთავარი საახალწლო ღონისძიებები თბილისის გარეუბნებში ჩატარდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, სადღესასწაულო კონცერტები დედაქალაქის სამ რაიონში - გლდანში, სამგორსა და ძველ თბილისში გაიმართება. 24 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით კი, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა გასართობი ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელშიც თბილისის მერიასთან ერთად, ბიზნესკომპანიები მონაწილეობენ. 

„დარწმუნებული ვარ, ყველა თბილისელს გაახარებს ის სიახლეები, რომელსაც თბილისის მერია ჩვენს მოსახლეობას სთავაზობს. წელს თბილისს არა მხოლოდ განსხვავებული ფორმატის, არამედ ყველაზე სახალხო ახალი წელი ექნება. დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება და ახალი საახალწლო განათებებით მორთული ქუჩები თბილისელებსა და ჩამოსულ სტუმრებს სწორედ 15 დეკემბრიდან გაახარებს. წელს პირველად, მთავარი საახალწლო ღონისძიებები თბილისის გარეუბნებში ჩატარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, თბილისის მერიასთან ერთად, ახალი წლის დღეებში ბიზნესკომპანიების ჩართულობით, ბაღები და სკვერები სადღესასწაულოდ მოირთვება.  განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე  კი, დღესასწაულს 70 სტარტაპერი მოაწყობს; დედაენის ბაღში საახალწლო ქალაქი განთავსდება, სადაც ორი კვირის განმავლობაში, კონცერტები და საახალწლო მსვლელობები გაიმართება, მოეწყობა ატრაქციონების პარკი, ღია კინოთეატრი, სპორტული ღონისძიებები, საციგურაო მოედანი და სხვა  გასართობი სივრცეები. 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საახალწლო კონცერტში წელს მონაწილეობას ბევრი მომღერალი მიიღებს. ჩვენ საბოლოოდ უნდა დავანგრიოთ ის სტერეოტიპი, რომ მომღერლების არჩევა გარკვეული პოლიტიკური შეხედულებების გამო ხდებოდა. ეს პირადად ჩემთვის მავნე პრაქტიკაა, რაც  ჩვენი გუნდისთვის მიუღებელია. გპირდებით, რომ წელს თქვენთვის ძალიან ბევრი საყვარელი მომღერალი იმღერებს. ასევე, არანაკლებ საგულისხმოა, რომ მაქსიმალურად ვეცდებით, თბილისის საკვანძო ქუჩები არ გადაიკეტოს, რადგან მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილების საშუალება ჰქონდეს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. 

კახა კალაძის განცხადებით, აღსანიშნავია ისიც, რომ 31 დეკემბერს, საახალწლო ღონისძიებებზე დასწრების მსურველებს თბილისის „მეტროპოლიტენი“ მთელი ღამის განმავლობაში მოემსახურება. ასევე, იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

თბილისის მერმა მედიის წარმომადგენლებსაც მიმართა და სთხოვა, წინასაახალწლო სამზადისი და ღონისძიებები მაქსიმალურად დეტალურად გააშუქონ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge