სატვირთო ავტომობილი ესტაკადის ქვეშ გაიჭედა
- საზოგადოება
- 08.12.2017
- 17:58
თბილისში, გმირთა მოედანზე სატვირთო ავტომობილი ესტაკადის ქვეშ გაიჭედა.
სავარაუდოდ, მძღოლმა ესტაკადის სიმაღლე ვერ გათვალა.
მომხდარის გამო, გმირთა მოედანზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია.
ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ფოტო: 1tv.ge