გერმანიაში საშობაო ნაძვის ხე წაიქცა -არიან დაშავებულები
- მსოფლიო
- 11.12.2017
- 10:15
გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე 15-მეტრიანი ნაძვის ხე წაიქცა. არიან დაშავებულები.
გამოცემა Aachener Nachrichten-ის ცნობით, ინციდენტი ქალაქ ეშვაილერში მოხდა. ნაძვის ხე საბავშვო ატრაქციონს დაეცა. გერმანული მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთა შორის ბავშვები არ არიან.
ინციდენტის მიზეზები უცნობია. საშობაო ბაზრობა დახურეს. უახლოეს ხანებში ნაძვის ხეს დაჭრიან და შემთხვევის ადგილიდან გაიტანენ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200