სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლაში ხანძარია
- საზოგადოება
- 11.12.2017
- 13:22
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლაში ხანძარია.
როგორც ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა კახა ფარცვანიამ განაცხადა, ცეცხლი შეშის ღუმელს გაუჩნდა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულები და ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.