primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

ჰოლივუდის უხუცეს მსახიობს კირკ დუგლასს 101 წელი შეუსრულდა

  • კულტურა
  • 12.12.2017
  • 11:08
ჰოლივუდის უხუცეს მსახიობს კირკ დუგლასს 101 წელი შეუსრულდა

ჰოლივუდის უხუცეს მსახიობს კირკ დუგლასს 101 წელი შეუსრულდა. ვარსკვლავის ოჯახმა მას გულისამაჩუყებელი ზეიმი მოუწყო: მსახიობის 76 წლის ვაჟმა მაიკლ დუგლასმა, რძალმა კეტრინ ზეტა-ჯონსმა  და შვილიშვილებმა კირკს დაბადების დღე მიულოცეს.

ახლობლებმა ოჯახური წვეულება გამართეს კალიფორნიაში, კირკის სახლში და ტორტი აჩუქეს, რომელიც გაფორმებული იყო ვან გოგის ნახატის - „მზესუმზირების“ სტილში. ეს შემთხვევით არ ყოფილა. კირკმა „ოქროს გლობუსის“ პრემია მიიღო ვინსენტ ვან გოგის როლის შესრულებისთვის ბიოგრაფიულ სურათში „სიცოცხლის წყურვილი“.

წვეულების ფოტოსურათები კეტრინ ზეტა-ჯონსმა, მაიკლ დუგლასმა და მათმა შვილებმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.

კირკ დუგლასი მონაწილეობდა ფილმებში „ჩემპიონი“, „ბოროტები და ლამაზები“, „სიცოცხლის წყურვილი“. სამივე კინოსურათისთვის ის „ოსკარის“ პრემიაზე იყო წარდგენილი.

 „კირკი ასევე მონაწილეობდა ფილმში „სპარტაკი“, რომელიც ჰოლივუდის ისტორიაში დღემდე ყველაზე ძვირადღირებული პროექტია. კირკმა  ერთადერთი „ოსკარი“ 1964 წელს მიიღო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის.

კირკ დუგლასის ნამდვილი სახელი და გვარი ისერ დანილოვიჩია. ის ამერიკაში ღარიბი მრავალშვილიანი ებრაელების ოჯახში დაიბადა.

მომავალი მსახიობის მშობლები აშშ-ში რუსეთის იმპერიიდან 1910 წელს გადავიდნენ. სკოლის დამთავრების შემდეგ ისერმა ნიუ-იორკში ამერიკის დრამატული ხელოვნების აკადემიაში ჩააბარა. სწავლის საფასურის გადახდა არ შეეძლო, ამიტომ ნიჭიერ სტუდენტს სტიპენდია დაუნიშნეს. სასწავლებელში ურჩიეს გვარი შეცვალაც.

ომის დროს მსახიობი წყნარი ოკეანის ფლოტის შემადგენლობაში იბრძოდა, რა დროსაც მძიმედ დაიჭრა.  1943 წელს ჰოსპიტალში მსახიობ დაიანა დილზე დაქორწინდა, რომელთანაც მაიკლ დუგლასი შეეძინა. მაგრამ ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა.

1954 წელს კირკმა მეორედ - მსახიობ ენ ბაიდენსზე იქორწინა. როდესაც დუგლასმა ოჯახი მიატოვამ პატარა მაიკლს მამა შესძულდა. მამა-შვილის ურთიერთობა მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ გამოსწორდა.  

კირკის პირველი ცოლი დაიანა 2015 წელს 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი მეორე ცოლი ენი 98 წლისაა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge