png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

პრემიერი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციას დაესწრო

  • პოლიტიკა
  • 12.12.2017
  • 13:00
 პრემიერი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციას დაესწრო

სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის უმთავრესი ინსტიტუციური იარაღი პარლამენტისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს კარგი მმართველობა, გამჭვირვალობა, რესურსების ეფექტური გამოყენება და ხარჯვა და, რა თქმა უნდა, ეფექტურობის კონტროლიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა აუდიტის სამსახურის ეფექტურობისა და მისი რეკომენდაციების გაზიარების მნიშვნელობას, განსაკუთრებით დღევანდელ კონტექსტში, როდესაც ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადადის.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა დონორებს, რომლებიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციური განვითარების პროექტში - სტრატეგიის განხორციელებაში ეხმარებიან, მათ შორის, პირველ რიგში ევროკავშირს, ასევე - GIZ-ს, მსოფლიო ბანკს და USAID-ს.

მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის მაღალი დონის პროფესიონალიზმსა და  რეპუტაციაზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სამსახურის უფროსად შერჩეულია პიროვნება, რომელსაც პრაქტიკულად მთელმა პარლამენტმა დაუჭირა მხარი და მის პროფესიონალიზმსა და დამოუკიდებლობის ხარისხთან დაკავშირებით არც ერთი კითხვა არ დასმულა. ბატონი ირაკლი მექვაბიშვილის გამოცდილება და რეპუტაცია არის ძალიან მაღალი. მოხარული ვარ, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსად შერჩეულია დამოუკიდებელი კანდიდატი მაღალი პროფესიონალიზმის ნიშნით. ჩვენ ასევე მივიღეთ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ ომბუდსმენად შერჩეულ იქნა ადამიანი, რომელიც სამოქალაქო სექტორმა წარმოადგინა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებიც ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ ბალანსისთვის, რომელიც უნდა არსებობდეს სახელმწიფოში, როდესაც ინსტიტუციები ერთმანეთს აბალანსებენ და აკონტროლებენ. ამიტომ, მივესალმები ამ სტრატეგიას. ის ჩვენ საშუალებას მოგვცემს, გავაუმჯობესოთ მმართველობის ხარისხი ქვეყანაში, უფრო გამჭვირვალე გავხადოთ იგი და, რა თქმა უნდა, საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მიმართულებითაც ამას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პროექტი - "საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება", რომელიც 2018-2022  წლებისთვის არის გაწერილი, გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა წარადგინა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge