კრემლში შეშფოთებით აკვირდებიან სააკაშვილის განცხადებებს - პესკოვი
- მსოფლიო
- 12.12.2017
- 14:12
კრემლში დიდი მღელვარებით აკვირდებიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს და დიდ შეშფოთებას გამოხატავენ მისი გამონთქვამების გამო. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„დიდი მღელვარებით ვაკვირდებით მისი განცხადებების ევოლუციას. და რა თქმა უნდა ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე შეშფოთებულები ვართ იმის ფონზე, რასაც ვისმენთ მისი აღსრულების შესახებ“, - აღნიშნა პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამასთან უკრაინიდან სააკაშვილის შესაძლო ევაკუაციის შესახებ დასმულ კითხვაზე პესკოვმა ღიმილით უპასუხა: „ასეთ კითხვებს უპასუხოდ ვტოვებ“.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200