png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ბავშვების ინტერნეტ-საფრთხეებისგან დასაცავად კანონპროექტი მომზადდა

  • პოლიტიკა
  • 12.12.2017
  • 16:19
ბავშვების ინტერნეტ-საფრთხეებისგან დასაცავად კანონპროექტი მომზადდა

„როგორ დავიცვათ ბავშვები ინტერნეტში არსებული მავნე ინფორმაციისგან" - აღნიშნულ თემაზე საკანონმდებლო ორგანოს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ექსპერტებთან ერთად, „გაეროს ბავშვთა ფონდის" მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე იმსჯელეს.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ მისი ინიციატივით მომზადებულ კანონპროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონპროექტი საბოლოო ექსპერტიზას გადის, რომლის შემდეგაც მისი ინიცირება პარლამენტში მოხდება.

როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, ფართო კონსულტაციების, ექსპერტების, სპეციალისტებისა და დაინტერესებული პირების აქტიური მონაწილეობით შემუშავებული კანონპროექტი ერთადერთი გამოსავალია, რომელმაც პროვაიდერები უნდა აიძულოს, ინტერნეტსივრცე ხიფათის შემცველი ინფორმაციისგან გაათავისუფლოს, რათა არასრულწლოვნები ამ ტიპის ინფორმაციისგან დავიცვათ.

„ის, რაც დაუშვებელია ინტერნეტს მიღმა, დაუშვებელი უნდა იყოს ინტერნეტშიც. ცვლილებები შედის კანონში„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" და კანონში „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ".კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა იმ რეალურმა ვითარებამ განაპირობა, რაც ინტერნეტიდან მომდინარე საფრთხეებს უკავშირდება. ინიციატივის მიზანია არასრულწლოვანთა დაცვა ინტერნეტსივრცეში ისეთი სახის ინფორმაციისაგან, რომელმაც შეიძლება, ზიანი მიაყენოს მათ ჯანმრთელობას და განვითარებას. რაც შეეხება რისკის ტიპებს, ესენია: კონტენტისა და კონტაქტის რისკები (პორნოგრაფია და ა.შ.); სამომხმარებლო რისკები (ონლაინ მარკეტინგი, ყალბი ტრანზაქციები და ა.შ.) და პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები (სოციალური ქსელების გამოყენება პოტენციური გრძელვადიანი შედეგების გააზრების გარეშე). კანონპროექტის მიზანი ბავშვებისათვის უფრო მეტად დაცული ვირტუალური სამყაროს შექმნაა.გვსურს, ინტერნეტი გავხადოთ უსაფრთხო ადგილი, სადაც ყველა ასაკის ბავშვი შეძლებს ახალი ტექნოლოგიების თითოეული სპექტრისა და შესაძლებლობის გამოყენებას", - განაცხადა ხუნდაძემ. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge