png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

თუ სასამართლო დაადასტურებს, რომ მთავრობა რამეში შეცდა, მზად ვარ დავტოვო თანამდებობა - პრემიერი გაჩეჩილაძეს პასუხობს

  • პოლიტიკა
  • 13.12.2017
  • 14:04
თუ სასამართლო დაადასტურებს, რომ მთავრობა რამეში შეცდა, მზად ვარ დავტოვო თანამდებობა - პრემიერი გაჩეჩილაძეს პასუხობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გაჩეჩილაძეს პასუხობს და სასამართლოს გზით ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში, თანამდებობის დატოვების პირობას დებს.

პრემიერისთვის მიუღებელია მინისტრთა კაბინეტის წევრების კრიტიკა და მათ მიმართ გამოთქმული ბრალდბები.

,,მისგან ასეთ დაუსაბუთებელ შეურაცხყოფას ნამდვილად არ ველოდი და არ შევეგუები. მე არ შემიძლია მოვისმინო ქება ადამიანისგან და ეს ქება კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის, რიდესაც ის შეურაცხმყოფელად იხსენიებს ჩემი გუნდის წევრებს. მე დაწვრილებით გავეცანი იმ საკითხს, როდესაც მან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერზე ისაუბრა.

ერთი მინდა ვთქვა, რომ როდესაც ის მე დამიკავშირდა, მე რა თქმა უნდა, მივეცი დავალება მთავრობის ადმინისტრაციას, რომ არ მომხდარიყო ისე, რომ დაჩაგრულიყო ბიზნესმენი, რომ ყოფილიყო თანაბარი საკონკურენციო პირობები ყველასთვის და რა თქმა უნდა, შემდეგ გავეცანი ამ საქმეს და მინდა გითხრათ, რომ ტარიელ ხეჩიკაშვილი და ის ბიზნეს ჯგუფი, რომელშიც მას წილი გააჩნდა, თუ დღეს გააჩნია, როგორც არის, ეს შეგიძლიათ გაარკვიოთ, ის არაფერ შუაში იყო ამ ტენდერთან, სრულიად სხვა კომპანიამ გაიმარჯვა.

მეორე ის, რომ კანონი იყო ზედმიწევნით დაცული და მე მოვითხოვ, რომ მან მიმართოს, კონკურენციის სააგენტოსაც შეუძლია მიმართოს, მაგრამ რომ არ იყოს სპეკულაციები, რომ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს ნიშნავს მთავრობის ხელმძღვანელი, მიმართოს სასამართლოს.

თუ სასამართლო დაადასტურებს, რომ მთავრობა რამეში შეცდა, მე მზად ვარ, ავიღო ნებისმიერი პასუხისმგებლობა, მათ შორის, დავტოვო კიდევ ჩემი თანამდებობა და თუ დადასტურდება, რომ ყველაფერი იყო კანონის დაცვით ჩატარებული, გამობრძანდეს ბატონი გია გაჩეჩილაძე და მოუხადოს ბოდიში ტარიელ ხეჩიკაშვილს და ყველას, მათ შორის მეც," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი გაჩეჩილაძემ, მინისტრი ხეჩიკაშვილი და მთავრობის წევრები, კარტელურ გარიგეგებში დაადანაშაულა. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge