„დეკემბერი, დეკემბერი“ - კახა კუხიანიძემ და ვერიკო ტურაშვილმა მივიწყებული სიმღერა გააცოცხლეს
- კულტურა
- 14.12.2017
- 13:20
ვერიკო ტურაშვილისა და კახა კუხიანიძის ერთობლივი ახალი ვიდეო-რგოლის პრეზენტაცია ,,ნაინ კლუბში" გაიმართა. კლიპის გადაღებები თბილისის ზღვის ტერიტორიაზე და ცხვარიჭამიაში მიმდინარეობდა. „დეკემბერი, დეკემბერი“ - ასე ჰქვია ზურაბ მჟავიას სიმღერას, რომლის ახლებური ვერსიის არანჟირების ავტორი პაატა ანდრიაძეა.
,,ეს არის ძალიან ძველი სიმღერა, დღეს გავიგე, რომ ზუსტად ჩემხელა ყოფილა, 35 წლის – ზურაბ მჟავიას ჩემი ყველაზე საყვარელი სიმღერა „დეკემბერი, დეკემბერი“, რომელსაც ყველასთვის საყვარელი მომღერლები ასრულებდნენ. მე და კახამ გადავწყვიტეთ მისი ჩაწერა, შემდეგ კი ვიდეოს გადაღებაც'', - განაცხადა ვერიკო ტურაშვილმა.
9 წლიანი პაუზის შემდეგ კახა კუხიანიძესთვის და ვერიკო ტურაშვილისთვის ეს პირველი ნამუშევარია. კლიპის პრეზენტაციას შოუბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გიორგი საკარული, PrimeNewsGeorgia

