primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

საქართველოში, ჰაერის დაბინძურების შედეგად, წლის განმავლობაში, საშუალოდ, 3741 ადამიანი იღუპება

  • საზოგადოება
  • 14.12.2017
  • 13:58
საქართველოში, ჰაერის დაბინძურების შედეგად, წლის განმავლობაში, საშუალოდ, 3741 ადამიანი იღუპება

საქართველოში, ჰაერის დაბინძურების შედეგად წლის განმავლობაში საშუალოდ 3741 ადამიანი იღუპება - ჰაერის დაბინძურების შედეგად გამოწვეულ პრობლემებზე "ამერიკის ხმა" წერს. გამოცემის ცნობით, “იუნისეფმა” 6 დეკემბერს ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, დედამიწაზე მცხოვრები ერთ წლამდე ასაკის ჩვილი ბავშვები გონებრივი განვითარების დაზიანების რისკის ქვეშ იმყოფებიან. მათი რაოდენობა დედამიწაზე 17 მილიონს აღწევს.

დაბინძურებული ჰაერით ახალშობილის თავის ტვინის დაზიანების მექანიზმებს შორის, “იუნისეფის” ანგარიში განსაკუთრებით გამოყოფს სამ გარემოებას:

  1. დაბინძურებული მცირე ზომის ნაწილაკები აღწევს სისხლში და აზიანებს თხელ მემბრანას, რომელიც თავის ტვინს ტოქსინებისგან იცავს და შეუძლია ნერვული დაბოლოებების ანთების გამოწვევა. ზრდასრულებში მსგავს დაზიანებას მთელ რიგ კვლევებში ალცჰაიმერს და პარკინსონს უკავშირებენ.
  2. ზოგიერთი დაბინძურბული ნაწილაკი, როგორიცაა მაგალითად, მაგნეტიტები, იმდენად მცირე ზომისაა, რომ ორგანიზმში ყნოსვითი ნერვით და ნაწლავიდანაც აღწევს, რამაც შესაძლოა ნეიროდეგენერაციული დაავადებები გამოიწვიოს.
  3. მრავალი კვლევა ამტკიცებს, რომ ავტომანქანებით გადატვირთული ტრასების მახლობლად და დიდ ქალაქებში განსაკუთრებით ბევრია PAH ჯგუფის ტოქსინები (პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები), რომელიც ტვინის თეთრ ნივთიერებას აზიანებს. თეთრ ნივთიერებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ტვინის სხვადასხვა უბნებს შორის ნეირონების კომუნიკაციაში, რაც ბავშვის ათვისების უნარის და განვითარებისთვის ფუნდამენტს წარმოადგენს.

 “იუნისეფი” მშობლებს მოუწოდებს, მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო შეუქმნან წლამდე ასაკის ჩვილ ბავშვებს. მინიმუმზე უნდა დავიდეს ტოქსინების მიღება როგორც გარეთ, ჰაერზე, ასევე შინ, სახლში, სადაც თამბაქოს გამონაბოლქვის, სამზარეულოში გაზქურის ხმარების, ან საწვავზე მომუშავე გამათბობლით გამოყოფილი ტოქსინების შესუნთქვის მაღალი რისკებია. ბავშვები უნდა მოვარიდოთ პიკის საათებში გარეთ გაყვანას და მგზავრობას. თუ აუცილებელია, მაშინ ცხვირ-პირზე ფილტრიანი ნიღაბი უნდა გავუკეთოთ.

რაც შეეხება კერძოდ თბილისს და საქართველოს, გამოცემა წერს, რომ  გვთავაზობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ქვემოთ მოყვანილ ფაქტებს ციფრებში და გაეროს ჯანდაცვის წამყვანი ორგანიზაციის ერთ საინტერესო ინიციატივას.

  • დაბინძურებული ჰაერი მთავარი და ხშირად უხილავი მკვლელია, რომელსაც მსოფლიოში ყოველი მე-9 სიკვდილი უკავშირდება.
  • მათ შორის, უკავშირდება: 36% ფილტვის კიბოს სიკვდილიანობის; 34%-ინსულტის; 27%-გულის დაავადებების; 35%-ფილტვის ქრონიკული დაავადებების.
  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თბილისი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია. თბილისში დაბინძურება ნორმას 2.9-ჯერ აღემატება.
  • მთლიანად საქართველოში ჰაერის დაბინძურებას წელიწადში საშუალოდ 3 741 ადამიანის სიკვდილს უკავშირებენ.
  • შედარებისთვის: ვაშინგტონში (აშშ) დაბინძურება ნორმაზე 10%-ით დაბალია; მადრიდში (ესპანეთი) ნორმას უტოლდება; რიგაში (ლატვია) ნორმას 70%-ით აჭარბებს; ბრიუსელში (ბელგია) ნორმაზე 80%-ით მეტია.
  • თბილისში რომ ნორმას თითქმის 300%-ით აჭარბებს, არ ნიშნავს, რომ მთელ საქართველოში იგივე მდგომარეობაა. მაგალითად, აბასთუმანში, ზღვარს მარტო 50%-ით ცდება და დაახლოებით ბონს (გერმანია) უტოლდება.
  • მონაცემების უკეთ გაცნობა შესაძლებელია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით შექმნილ ქვემოთ დასახელებულ ვებგვერდზე.
  • ინიციატივა „ისუნთქე სიცოცხლე“ Breathe Life 2030 მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, ინფორმაციით უფასოდ ეხმარება ნებისმიერ მსურველს: ინდივიდს, ჯანდაცვის სპეციალისტს, თუ ადგილობრივ/ქვეყნის ლიდერებს.
  • ესტუმრეთ ვებგვერდს http://breathelife2030.orgდა აირჩიეთ - იმოქმედე ახლავე (Act Now).
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge