ის, რასაც სააკაშვილი აკეთებს, ქართველი და უკრაინელი ხალხისთვის სახეში შეფურთხებაა - პუტინი
- პოლიტიკა
- 14.12.2017
- 15:33
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიხეილ სააკაშვილის ქმედებას უკრაინელი და ქრართველი ხალხისთვის სახეში შეფურთხება უწოდა.
„მიმაჩნია, რომ ის, რასაც სააკაშვილი აკეთებს, ქართველი და უკრაინელი ხალხისთვის სახეში შეფურთხებაა. როგორ ითმენთ ამას აქამდე?“ - განაცხადა რუსეთის ფედერაციის ლიდერმა პრეს-კონფერენციაზე.
პუტინის თქმით, სააკაშვილი ადრე საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს პრეზიდენტი იყო, „ახლა დადის იქ (უკრაინაში) მოედნებზე და მთელი მსოფლიოს გასაგონად ყვირის „მე უკრაინელი ვარ“.
„უკრაინაში ნამდვილი უკრაინელები არ არიან? და უკრაინა ამ ყველაფერს ითმენს, გესმით? რა საცოდაობაა ამის ყურება. გული სისხლით მევსება“, - განაცხადა პუტინმა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200