png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ქართული სახელმწიფოებრიობის შექმნაში უდიდესი ემოციური, პატრიოტული და ინტელექტუალური ღვაწლი უნივერსიტეტს მიუძღვის - გიორგი მარგველაშვილი

  • პოლიტიკა
  • 15.12.2017
  • 15:07
ქართული სახელმწიფოებრიობის შექმნაში უდიდესი ემოციური, პატრიოტული და ინტელექტუალური ღვაწლი უნივერსიტეტს მიუძღვის - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერთან, დედაქალაქის მერთან, ხელისუფლების და საპატრირქოს წარმომადგენლებთან ერთად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების აღდგენის ღონისძიებას დაესწრო.

გიორგი მარგველაშვილმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა, "ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების" აღდგენას საჭირო, მნიშვნელოვანი და ემოციურად დატვირთული გადაწყვეტილება უწოდა და უნივერსიტეტის დაარსების დღე მიულოცა უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ისევე როგორც უნივერსიტეტი, მომავალ წელს პირველი ქართული რესპუბლიკაც 100 წლის გახდება და ამ თარიღზე ფიქრისას მნიშვნელოვანია დავინახოთ ჩვენი წინაპრების ადეკვატურობა რეალურ პერიოდთან მიმართებაში, რადგან ისინი გამოყოფდნენ იმ ძირითად, განსაკუთრებულსა და მამოძრავებელ იდეებს, რომელიც კაცობრიობისათვის იყო მთავარი და ფუნქციური.

პრეზიდენტის განცხადებით, ასეთი პროგრესული გადაწყვეტილება იყო სწორედ ქვეყნის, სახელმწიფოს  რესპუბლიკის ფორმით დაარსება და პირველი ქართული უნივერსიტეტის დაფუძნება.

"ჩვენი წინაპრების  უნარმა, იყო ადეკვატური და პროგრესული, მისცა სტიმული და შესაძლებლობა ჩვენს ქვეყანას ეპასუხა  მნიშვნელოვანი და დიდი გამოწვევებისათვის", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი თქმით, ამ გამოწვევების გამკლავებასა და დაძლევაში, ქართული სახელმწიფოს გაძლიერებაში განსაკუთრებული ფუნქცია შეასრულა ქართულმა უნივერსიტეტმა და ფუნდამენტი ჩაეყარა იმ პატრიოტულ სულისკვეთებას, რომელსაც უნდა მოეტანა ახალი დამოუკიდებლობის აღდგენა, შეექმნა ახალი თაობა, რომელიც იტვირთავდა ქვეყნის მომავალ მართვას, აქედან ანათებდა იმედი დაკარგული სახელმწიფოებრიობის აღდგენისა.

"როცა ვსაუბრობთ იმ ღვაწლზე, რომლითაც შეიქმნა ახალი სახელმწიფო, უდიდესი ინტელექტუალური, ემოციური  და პატრიოტული წვლილი, სწორედ უნივერსიტეტზე მოდის",-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების წევრობა ხელმოწერით დაადასტურა.

თსუ-ში ასევე გაიმართა "ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების" დაფუძნებისადმი მიძღვნილი გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო 1917 წელს დაარსებული ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების კრებისა და მმართველი ორგანოების ოქმები, საზოგადოების წევრთა სიები, შემოწირულობის დავთრები, დებულება, ამ საზოგადოების წევრებთან ფოტოპორტრეტები და ახლად დაარსებული უნივერსიტეტის ბეჭედი.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge