იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდი დროებით გადაიკეტება
- საზოგადოება
- 15.12.2017
- 15:40
თბილისის მერიის განცხადებით, 16 დეკმბერს, 00:00 სთ-დან - 17 დეკემბრის 23:00 სთ-მდე იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდი სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე გადაიკეტება.
სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დაკვეთით შპს „კაპიტელი“ ახორციელებს.
თბილისის მერია ბოდიშს იხდის შეფერხებისთვის.