png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ქართულ ციხეში გადაღბული ფილმი საერთაშორისო კინოფესტივალებზეა წარდგენილი

  • საზოგადოება
  • 15.12.2017
  • 16:58
ქართულ ციხეში გადაღბული ფილმი საერთაშორისო კინოფესტივალებზეა წარდგენილი

საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაზე გადაღებული  დოკუმენტური ფილმი „დაწესებულება N 16“ საერთაშორისო კინოფესტივალებზეა წარდგენილი. 64 წუთიანი დოკუმენტური ფილმი “SPARK LABORATORY”-მ გადაიღო. მისი ავტორი კინოდოკუმენტალისტი ალექსანდრე ქორიძეა.

შემოქმედებითი ჯგუფი 1 წლის განმავლობაში იღებდა ფილმს, რომლის გმირები N 16  პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულები არიან. ფილმში ასახულია მსჯავრდებულთა ყოველდღიური ყოფა, საცხოვრებელი პირობები, აქტივობები, რითაც ისინი ყოველდღიურად არიან დაკავებულები. დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენებია მსჯავრდებულთა სპორტული ასპარეზობები, მათი მუშაობა დაწესებულების სახელოსნოში, სადაც ისინი სხვადასხვა ნაკეთობებსა და ხატებს ქმნიან, ასევე,  სპექტაკლი პატიმრების მონაწილეობით რუსთაველის თეატრის სცენაზე. ფილმში „დაწესებულება N 16“ ასევე, ასახულია მსჯავრდებულთა საქმიანობა დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში, მათი ჩართულობა  სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ პროფესიულ კურსებში.  

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებაზე გადაღებულმა დოკუმენტურმა  ფილმმა „დაწესებულება N 16“ უკვე დაიმსახურა მაყურებლის მოწონება თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალზე.

„ფილმის დასრულების შემდეგ  მაყურებელი დარბაზიდან არ გავიდა.  გადამღები ჯგუფის წევრებს და ფილმის მონაწილეებს  უამრავი კითხვა დაგვისვეს. აღტაცებას და გაკვირვებას გამოთქვამდნენ იმით, რომ საქართველოში ასეთი მაღალი დონის პენიტენციური დაწესებულება არსებობს და მსჯავრდებულთა მიმართ  ჰუმანური მიდგომაა,“- განაცხადა ფილმის ერთ-ერთმა მონაწილემ, N16 დაწესებულების თანამშრომელმა თამარ ლისიაკმა.  

ფილმის რეჟისორმა  ალექსანდრე ქორიძემ და გადამღებმა ჯგუფმა მადლობა გამოთქვეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხელმძღვანელობისამი, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში  ფილმის გადაღების  შესაძლებლობა მიეცათ.

„სამინისტრომ კინოდოკუმენტალისტები პენიტენციურ სისტემაში შეუშვა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ  სასჯელაღსრულების სისტემა  ბოლო წლების განმავლობაში  ტრანსპარენტული  და ღია გახდა საზოგადოებისთვის. მსგავსი რამ  აქამდე წარმოუდგენელი იყო. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენი საზოგადოება სულ უფრო უახლოვდება ევროპულ სტანდარტებს.   ფილმი „დაწესებულება N16“ ობიექტურად ასახავს იმ დადებით რეფორმებს, რომლებიც  სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელდა,“ - განაცხადა ალექსანდრე ქორიძემ,  რომლის თქმითაც, ფილმში არაფერია დადგმული  და მსჯავრდებულთა რეალური ყოფაა  ასახული. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge