png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

„თბილსერვის ჯგუფი“ ნაგავშემკრები კონტეინერების დაცლას ღამის საათებში თავდაპირველად, 32 ქუჩაზე დაიწყებს

  • პოლიტიკა
  • 18.12.2017
  • 12:57
„თბილსერვის ჯგუფი“ ნაგავშემკრები კონტეინერების დაცლას ღამის საათებში თავდაპირველად, 32 ქუჩაზე დაიწყებს

,,თბილსერვის ჯგუფი“ ნაგავშემკრებიკონტეინერების დაცლას ღამის საათებში მომავალი წლის პირველი მარტიდან დაიწყებს, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საპილოტე პროექტის ფარგლებში, „თბილსერვის ჯგუფის“ ნაგავმზიდი მანქანები 22:00 საათიდან იმოძრავებენ და 32 ქუჩაზე, 400-მდე ნაგავშემკრები კონტეინერის დაცლას მოახდენენ. მაია ბითაძის განცხადებით, საპილოტე პროექტი ჭავჭავაძის გამზირზე, აბაშიძის, ფალიაშვილის, ბერძენიშვილის, მუხაძის, კავსაძის, ბაზალეთის, ერისთავის, ნაფარეულის, ბარნოვის, არაყიშვილის, ტაბიძის, რადიანის, მცხეთის, შატბერაშვილის, ჯანაშვილის, ქუთათელაძის, ატენის, რაზმაძის, ელიავას, ცხვედაძის, მარუხის გმირების, ქობულეთის, ჩოლოყაშვილის, რამიშვილის, გაბაშვილის, ყიფშიძის, აბულაძის, მარაბდის, მოსეშვილის, დარიალისა და კეკელიძის ქუჩებზე განხორციელდება.

„აღნიშნული საპილოტე პროექტის მთავარი მიზანი საცობებისგან ქალაქის მაქსიმალურად განტვირთვა და ტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობაა. შესაბამისად, იმ ქუჩებზე, რომელზედაც მომავალი წლის პირველი მარტიდან საპილოტე რეჟიმი დაიწყება, დასუფთავების ნაგავმზიდი მანქანები 22:00 საათიდან იმოძრავებენ. აღნიშნული ქუჩების მცხოვრებლებს ძალიან ვთხოვთ, რომ მერიას ამ პროექტის განხორციელებაში მხარში ამოუდგეს და მაქსიმალურად შეეცადოს, ნარჩენები საღამოს საათებში გაიტანოს, რათა აღნიშნული პროექტი ეფექტიანად განხორციელდეს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მისივე თქმით, პირველ მარტამდე, თბილისის მერია 32 ქუჩაზე ნაგავმზიდი და ნაგავშემკრები კონტეინერების დამატებას უზრუნველყოფს, რათა დაბინძურებისა და ხმაურის საფრთხე მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, რომელიც რკინის კონტეინერების მოძრაობას შეიძლება მოჰყვეს.

„შესაბამისად, პირველ მარტამდე, 32 ქუჩაზე დამატებით, ათეულობით ნაგავშემკრები კონტეინერი განთავსდება და საბოლოო ჯამში, ღამის საათებში, 400-მდე ნაგავშემკრები კონტეინერის დაცლა მოხდება“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ და აღნიშნა, რომ საპილოტე პროექტის ეფექტიანად განხორციელების შემდეგ, აღნიშნული რეჟიმი თბილისის სხვა ქუჩებზეც გაგრძელდება.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge