png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ლიბერთი ბანკმა მასწავლებლები დააჯილდოვა

  • საზოგადოება
  • 19.12.2017
  • 11:20
 ლიბერთი ბანკმა მასწავლებლები დააჯილდოვა

ლიბერთი ბანკმა საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის მონაწილე 11 მასწავლებელი დააჯილდოვა.

 გამარჯვებულმა ათმა პედაგოგმა კონფერენციაზე სხვადასხვა რესურსის პრაქტიკაში გამოყენებისა და განხორციელებული სასწავლო პროექტების ამსახველი პოსტერები წარადგინა. ლიბერთის პრიზი გადაეცა იმ მასწავლებელსაც, რომელიც კონფერენციაზე პირველი დარეგისტრირდა.

ლიბერთი ბანკი მესამე წელია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის სპონსორია და  ზოგადი განათლების მხარდაჭერის მიზნით არაერთი წარმატებული მასწავლებელი დააჯილდოვა.

ლიბერთი ბანკი პრიორიტეტს სწორედ იმ პედაგოგებს ანიჭებს, რომლებიც სასწავლო პროცესში აქტიურად იყენებენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს. საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ყოველწლიური კონფერენციის მიზანიც მასწავლებლებსა და ამ  სფეროს სპეციალისტებს შორის პრაქტიკის ურთიერთგაზიარებაა. 

აღსანიშნავია, რომ ლიბერთი ბანკი ხარისხიანი განათლებისა და პედაგოგების ხელშეწყობის მიზნით არაერთ საგანმანათლებლო პროექტშია ჩართული. მათ შორისაა მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, სხვადასხვა კონფერენციები და კონკურსები.

ლიბერთი ბანკის  ერთერთ მნიშვნელოვან  მიმართულებას  საგანმანათლებლო სექტორთან ურთიერთობა წარმოადგენს და  საბანკო სფეროში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. დღეისათვის ბანკის მომსახურეობით 1670 სკოლის 55000 პედაგოგი სარგებლობს, რაც ზოგადსაგანმანათლებლო სექტორის მთლიანი რაოდენობის 81 პროცენტს შეადგენს.  მომავალში ლიბერთი ბანკი საგანმანათლებლო სექტორთან კიდევ უფრო აქტიურ თანამშრომლობას  გეგმავს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge