png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

აშშ-მა ეროვნული უსაფრთხოების მთავარ საფრთხეებად რუსეთი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი დაასახელა

  • მსოფლიო
  • 19.12.2017
  • 13:14
აშშ-მა ეროვნული უსაფრთხოების მთავარ საფრთხეებად რუსეთი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი დაასახელა

თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია. დოკუმენტში ძირითადი ყურადღება რუსეთს, ჩინეთს, ჩრდილოეთ კორეას, ირანსა და ახლო აღმოსავლეთს ეთმობა.

რუსეთი და ჩინეთი დოკუმენტში რევიზიონისტურ სახელმწიფოებად არიან მოხსენიებულნი, რომლებიც სტატუს-ქვოს შეცვლისკენ ისწრაფვიან.

აშშ ამტკიცებს, რომ მოსკოვის ქმედება მის მეზობელ სახელმწიფოებს საფრთხეს უქმნის.

“რუსეთი იყენებს პროვოკაციულ საშუალებებს ევროპაში აშშ-ის პოლიტიკის შესუსტებისთვის, ევრო-ატლანტიკური ერთობის განხეთქილებისთვის, ასევე ევროპული სტრუქტურებისა და მთავრობების შესუსტებისთვის“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ამიტომ აშშ აპირებს გააძლიეროს თავდაცვა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე და დაეხმაროს მოკავშირეებს ეფექტურ თავდაცვაში. ამ ორი სახელმწიფოდან მომდინარე საფრთხის გათვალისწინებით, აშშ აპირებს გააფართოოს მრავალდონიანი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა და აღნიშნავს, რომ ის რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ არ იქნება მიმართული.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთ კორეა და ირანი რეგიონის დესტაბილიზაციას ახდენენ, ემუქრებიან აშშ-სა და მის პარტნიორებს და სასტიკად ექცევიან საკუთარ ხალხს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ირანი მხარს უჭერს ტერორიტსულ ორგანიზაციებს და მათ ღიად მოუწოდებს აშშ-ის განადგურებისკენ.

ამის გარდა დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ ირანმა შესაძლოა მუშაობა განაახლოს ბირთვულ იარაღზეც.



გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge