კახა კალაძემ მე-4 მოადგილედ ილია ელოშვილი წარადგინა
- პოლიტიკა
- 19.12.2017
- 15:36
თბილისის მერმა კახა კალაძემ მე-4 მოადგილედ ილია ელოშვილი წარადგინა. კალაძემ მას წამრატებები უსურვა.
,,ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, პირველ რიგში ჩემთვის. ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი. მიხარია, რომ ვარ იმ გუნდში, რომელშიც მე ვხედავ ძალიან დიდი ენერგიას, მონდომებას. ვეცდები ყველნაირად გავამართლო თქვენი იმედები ბატონო კახი ", - აღნიშნა ილია ელოშვილმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, რომელ მიმართულებას ჩაიბარებს ილია ელოშვილი, მან განაცხადა, რომ ის გამგებლებს და მათ საქმიანობას გაუწევს კურირებას.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200