რუსთაველის გამზირზე დაჭრილი მოზარდი ხელოვნური სუნთქვის აპატარიდან მოხსნილია - ექიმი
- საზოგადოება
- 20.12.2017
- 11:32
თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“„ინგოროყვას“ კლინიკის დირექტორმა, კონსტანტინე მუმლაძემ განუცხადა.
„ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნილია, ცნობიერება ნათელია და ამ წუთას დინამიკა მკვეთრად დადებითია“, - აცხადებს მუმლაძე.
შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი გუშინ დაჭრეს. ის გულ-მკერდის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაციული მკურნალობა ჩაუტარდა.