png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საპატრულო პოლიცია რეფორმირების ახალ ეტაპზე გადადის - გიორგი გახარია

  • პოლიტიკა
  • 20.12.2017
  • 12:09
 საპატრულო პოლიცია რეფორმირების ახალ ეტაპზე გადადის - გიორგი გახარია

გაერთიანებულ საპარლამენტო კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ საპატრულო პოლიციის რეფორმირების შემდგომი ეტაპზე გადასვლაზე ისაუბრა. 

"მოგეხენებათ, რომ რამდენიმე წლის წინ საპატრულო პოლიციამ განიცადა რეფორმირება. ეს რეფორმა საკმაოდ წარმატებულად ჩატარდა. თუმცა აქ მინდა აღვნიშნო, რომ ამ რეფორმის ძირითდი კომპონენტი შეეხო ე.წ. ფრონტის ნაწილს. სამწუხაროდ, ის პროცესები და პროცედურები, რომლებიც უნდა იყოს თვითონ სისტემაში, თვითონ ინსტიტუტში საჭიროებს დახვეწას. რეალურად, ინსტიტუციონალური მოწყობა ჯერ კიდევ დასახვეწია. საერთოდ არ მუშაობს ისეთი კომპონენტები, როგორიც არის გაციფრულება და ,,დიჯიტალიზაცია.’’

შესაბამისად, ჩვენ დღეს აშკარად ვხედავთ ტენდენციას, როდესაც პატრულის მომსახურეობა და საპოლიციის მომსახურეობა ფართოვდება, მოქალაქეებში სერვისზე მოთხოვნა იზრდება“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, თუ ე.წ. ,,ბექის’’ კომპონენტი სასწრაფოდ არ დალაგდა, საპატრულო პოლიციის რეფორმირება და განვითრება იქნება რთული. 

"პირველი ამოცანები რომელიც დღეს საპატრულო პოლიციის წინაშე დგას ეს არის ინსტიტუციონალური მოწყობის გადალაგება და შიდა პროცესების დალაგება, მათი დიჯიტალიზირება, სადაც ეს შესაძლებელია რომ გახდეს უფრო სწრაფი, უფრო მოქნილი“,- განაცხადა გიორგი გახარიამ. 

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, საპატრულო პოლიციამ უწყების სხვა მიმართულებების სერვისებთან ერთად უნდა მიიღოს სერვისზე ორიენტირებული გარკვეული პლატფორმის სახე. 

მისივე განცხადებით, საპოლიციო სერვისები სულ უფრო და უფრო გაფართოვდება და მოხმარდება უსაფრთხოების მიმართულებით ჩვენი მოქალაქეების პირველადი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge