png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

რადიო „დარდიმანდის“ ცხელ-ცხელი ამბები გადაცემაში - „ეს თბილისია“

  • კულტურა
  • 20.12.2017
  • 14:06
რადიო „დარდიმანდის“ ცხელ-ცხელი ამბები გადაცემაში - „ეს თბილისია“

„ეს თბილისია“ მორიგი გადაცემა ბევრი საინტერესო სიახლეებით იყო დატვირთული. გადაცემის წამყვანმა ნიცა გვერდწითელმა მსმენელს დაწვრილებით უამბო გასულ კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები. კერძოდ, შეეხო ყველასთვის საინტერესო თემას, ნათია თოდუას მასშტაბურ წარმატებას.

მოგეხსენებათ, რომ 22 წლის ქართველი მომღერალი გერმანული ვოისის გამარჯვებული გახდა. ქართველმა კონკურსანტმა ფინალურ ეტაპზე ხმების უმრავლესობის, 50.10%-ის დაგროვება შეძლო. ნათიამ მეორე ადგილზე გასულ კონკურსანტს 25%-ით აჯობა.

მომღერლის გამარჯვებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სხვა უამრავ მილოცვასთან ერთად, მან საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის მილოცვაც მიიღო.

რადიო „დარდიმანდის“ წამყვანი მომღერალ სტეფანე მღებრიშვილს დაუკავშირდა და პირდაპირ ეთერში ნათიას გამარჯვებასთან დაკავშირებით ესაუბრა:

„როგორც საქართველოს მოქალაქე, მეც ვულოცავ ნათიას ამ დიდ წარმატებას. ეს არის საწინდარი იმისა, თუ რამხელა წარმატება ელოდება მას წინ. ახლა წამოვა უამრავი შემოთავაზება, ბევრი კონტრაქტი, კონცერტები და ეს ძალიან მახარებს. ნათიას,  პირადად ვიცნობ და მინდა აღვნიშნო, რომ ის არის ძალიან კარგი ადამიანი, მაგარი გოგო. ეს არის ყველას გამარჯვება“, - განაცხადა სტეფანემ.

წამყვანის კითხვაზე, თუ რას გეგმავს სტეფანე ახალი წლის ღამეს, მომღერალი პასუხობს: „31-ში „ფეის ჰოლში“ მაქვს კონცერტი, რომელიც ღამის 2 საათზე იწყება. ამ დღისთვის განსაკუთრებულად ვემზადები, რადგან მექნება განახლებული პროგრამა და რადიკალურად განსხვავებული საღამო სხვა დანარჩენებისაგან“, - განაცხადა მომღერალმა გადაცემის „ეს თბილისია“ პირდაპირ ეთერში.

გადაცემის წამყვანმა ასევე მიმოიხილა, ტელეწამყვან მანიკა ასათიანის ბინის გაქურდვის ამბავიც. ნიცა, პირდაპირ ეთერში მანიკას დაუკავშირდა და აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით ვრცელი კომენტარის გაკეთება სთხოვა:

,,სახლი გატეხილი და გაქურდული დამხვდა! ის ფაქტი უფრო მაგიჟებს, რომ წარმოვიდგენ ვიღაც უცხო ადამიანი როგორ დაბოდიალებდა ჩემს სახლში, ვიდრე ის, თუ რა დანაკარგი მივიღე ამ ყველაფრისგან. წაღებულია ძვირფასი ოქროები, ფული, ნივთები, მათ შორისაა ჩემი ქმრის საქორწილო ბეჭედი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ქურდს მივაგნებთ და საკადრისადაც დაისჯება“, - განაცხადა რადიო „დარდიმანდის“ პირდაპირ ეთერში მანიკა ასათიანმა.

გადაცემის „ეს თბილისია“ მოსმენა შეგიძლიათ ყოველ ორშაბათს 18:00 საათზე, რადიო „დარდიმანდის“ პირდაპირ ეთერში ტალღაზე FM 97.1. www.dardimandi.ge 

გიორგი საკარული, PrimeNewsGeorgia

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge